არქივი14 ივნისი, 2025, 12:23
მედია - ირანში აცხადებენ, რომ ისრაელის წინააღმდეგ იერიშები გაგრძელდება

ირანში აცხადებენ, რომ ისრაელის წინააღმდეგ იერიშები გაგრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ეს დაპირისპირება გუშინდელი შეზღუდული მოქმედებებით არ დასრულდება და ირანის დარტყმები გაგრძელდება“, - განუცხადა საინფორმაციო სააგენტო „ფარსს“ ირანელმა მაღალჩინოსანმა.
მისი თქმით, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში კონფლიქტი რეგიონში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზებზე „გავრცელდება“.
„ეს აგრესორებისთვის ძალიან მტკივნეული და სავალალო იქნება“, - აღნიშნა ირანელმა მაღალჩინოსანმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.