მედია – ირანმა 2022 წელს დაკავებული საფრანგეთის მოქალაქე გაათავისუფლა

ირანმა 2022 წელს დაკავებული საფრანგეთის მოქალაქე გაათავისუფლა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ქვეყნის პრეზიდენტზე, ემანუელ მაკრონზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ოლივიე გრონდო თავისუფალია და საფრანგეთში ოჯახთან ერთად არის! ჩვენ მისი ოჯახის უზარმაზარ სიხარულსა და შვებას ვიზიარებთ“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
34 წლის საფრანგეთის მოქალაქე, ოლივიე გრონდო ირანში 2022 წლის ოქტომბერში უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით დააკავეს.
ამასთან, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ ირანში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული კიდევ ორი საფრანგეთის მოქალაქის, სესილ კოლერისა და მისი პარტნიორის, ჯაკ პარიზის გასათავისუფლებლად ყველაფერს გააკეთებს.
„ჩვენი მობილიზაცია არ შესუსტდება: სესილ კოლერი და ჟაკ პარიზი ირანის ციხეებიდან უნდა გათავისუფლდნენ“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო