მედია: ირაკლი ღარიბაშვილს საცხოვრებელი ბინა დაუყადაღეს

ირაკლი ღარიბაშვილს საცხოვრებელი ბინა დაუყადაღეს – “პირველების” ინფორმაციით,  ბრალდებულმა ექს პრემიერმა, თავისუფლების სანაცვლოდ, ხაზინაში მილიონი ვერ შეიტანა და გირაო ივანიშვილის ნაჩუქარი სახლის ჩადებით გადაიხადა.

საუბარია მოსაშვილის ქუჩაზე არსებულ საცხოვრებელი სახლზე. ღარიბაშვილის ადვოკატმა “პირველებს აღნიშნული ინფორმაცია დაუდასტურა.

ყადაღა უზურნველყოფის გამოყენების მიზნით დაედო. მე არ ვიცი ვისი ნაჩუქარი ბინაა ეს, მე როგორც ადვოკატმა მივმართე სასამართლოს შუამდგომლობით, რომ იმ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისთვის,რ აც სასამრთლომ შუეფარდა ბატონ ირაკლის, ჩანაცვლებულიყო უძრავი ქონებით, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი. მხოლოდ ამ ბინას დაედო ყადაღა”, – აცხადებს ადვოკატი ამირან გიგუაშვილი “პირველებთან”.  

ირაკლი ღარიბაშვილს ერთი მილიონი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა – ყოფილ პრემიერს სასამართლომ გირაოს გადასახდელად 30-დღიანი ვადა მისცა. ღარიბაშვილს აეკრძალა ქვეყნის დატოვება და ჩამოერთვა პასპორტი.

ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ეს დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

წყარო

 

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე მოსამართლეს – ზუსტად იმ სამართლით გაგვასამართლეს, რა სამართალიც არ გვინდოდა ყოფილიყო – არ იფიქროთ, რომ რამეს გთხოვთ, თქვენ სამართლიანად განსჯას სამართლიანობის პრინციპი გთხოვთ, მე სათხოვარი არაფერი მაქვს

კობახიძე: გამორჩეული ლიდერების სიმცირე თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისები და ეს ქვეყანა, თურქეთი, თავისი დიდი ლიდერით, გამონაკლისია

შალვა პაპუაშვილი – არის სურვილი, უშუალო შეხვედრების გზით, ჩვენი ვიზიტებით დედაქალაქებში, გვქონდეს პირდაპირი კონტაქტი ჩვენს კოლეგებთან – ბრიუსელი იქცა დამაბრკოლებლად ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობებში