ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია - ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ, რომელიც ამჟამად ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით რუსეთში იმყოფება, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოსკოვში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე მას უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა, - ინფორმაციას ინდური მედიასაშუალება NDTV ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა პუტინს განუცხადა, რომ ბრძოლის ველზე გამოსავალი ვერ მოიძებნება.
"ინდოეთი ყოველთვის მოუწოდებდა გაერო-ს წესდების პატივისცემისკენ, მათ შორის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით. ბრძოლის ველზე გამოსავალი ვერ მოიძებნება. წინსვლის გზა დიალოგი და დიპლომატიაა", - განუცხადა ნარენდრა მოდიმ ვლადიმერ პუტინს.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით რუსეთში იმყოფება. ეს მისი პირველი ვიზიტია რუსეთში მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.