მედია: ივანიშვილს უნდოდა პროცესის ნახვა – რატომ დაუშვეს ბაჩიაშვილის სასამართლოზე კამერები (ანა დოლიძის კომენტარი)

“ივანიშვილს უნდოდა პროცესის ნახვა” – ამის შესახებ პარტია “ხალხისთვის” თავმჯდომარემ, ანა დოლიძემ განაცხადა და გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესზე კამერების დაშვების შესახებ ისაუბრა.

ანა დოლიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს “ცალსახად [უნდოდა ეჩვენებინა როგორ სჯის ბაჩიაშვილს]”. 

“რატომ დართეს ნებართვა კონკრეტულად ბაჩიაშვილის საქმის გაშუქების? – მე მგონი, უკავშირდება იმ მაფიოზური მართვის სისტემას, ბიძინა ივანიშვილს უნდოდა ნახვა ბაჩიაშვილის პროცესის. მას სხვები არ აინტერესებს. 

ცალსახად [უნდოდა ეჩვენებინა როგორ სჯის ბაჩიაშვილს] და პირველწყაროთი დადასტურება. ეთერი რა არის? – ეთერი არის საშუალება, მითუმეტეს თუ ეს მისი პირადი შურისძიების ოპერაციაა და მე აქ მგონია იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში ეს იქნებოდა ჩვეულებრივი სამოქალაქო საქმე. დავანებოთ თავი შიგნით რა ხდება, სამოქალაქო დავაა, მასესხე გასესხე, სხვაგან ირჩევა. რადგან ეს არის შურისძიების ამბავი, მაშინ ეს ადამიანი, მოდი მე ვნახავ – როგორ უნდა ვნახო სხვა შემთხვევაში, თუ ვარ, ეს კაცი როგორ არის, დუხზეა? არ არის დუხზე?..

იქიდანაც გზავნილები ბევრი იყო მიმართული ბიძინა ივანიშვილის  მიმართ, ბაჩიაშვილის მხრიდან, რომ სამართალი აღსრულდება და ა.შ.” – განაცხადა ანა დოლიძემ. 

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად