ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია: ივანიშვილი გამოჩნდა - ფოტო ჭორვილიდან

მედია: ივანიშვილი გამოჩნდა - ფოტო ჭორვილიდან

ბოლო რამდენიმე დღეა, კრიტიკული მედია "ქართული ოცნების" ლიდერებს უსვამს კითხვას, სად არის მათი პარტიის საპატიო თავმჯდომარე.

ბოლოს როდის ნახეს პირისპირ ბიძინა ივანიშვილი? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემას „ქართული ოცნების“ ლიდერები თავს არიდებენ.

რამდენიმე წუთის წინ კი მილიარდერის ვაჟმა, ცოტნე ივანიშვილმა INSTAGRAM-ის პირად გვერდზე მამასთან, ბიძინა ივანიშვილთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. აღწერაში მითითებულია, რომ ორივე მათგანი მშობლიურ მხარეში, ჭორვილაში იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ კორუფციული სკანდალების სერიის დაწყებიდან უკვე ორი თვე გავიდა, თუმცა პარტიის საპატიო თავმჯდომარე საჯაროდ არც გამოჩენილა და არც მიმდინარე პროცესებზე კომენტარი გაუკეთებია.

წყარო

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.