ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია: თვითმხილველების ინფორმაციით, მოქალაქემ პატრულის თანამშრომელი ყელის არეში დაჭრა

მედია: თვითმხილველების ინფორმაციით, მოქალაქემ პატრულის თანამშრომელი ყელის არეში დაჭრა

თვითმხილველების ინფორმაციით, მოქალაქემ პატრულის თანამშრომელი ყელის არეში დაჭრა.

შემთხვევა ქეთევან წამებულის გამზირზე რამდენიმე წუთის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, კაცი საპატრულო ეკიპაჟის მოწოდების შემდეგ, რომ ავტომობილი გაეჩერებინა, გაღიზიანდა და ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა.

დაჭრილი პოლიციელი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია ექსპერტ კრიმინალისტების ჯგუფი. ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.

პოლიციამ სავარაუდო თავდამსხმელი დააკავა.

"TV პირველი" დამატებით დეტალებს არკვევს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.