მედია: თემურ გოგიშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულებს 15 ნაცვლად 2 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ – ჰყავს თუ არა დამნაშავეებს მფარველი (ვიდეო)

ცემაში მოკლული კაცის ცოლი სამართლის ძებნას მეორე ინსტანციიის სასამართლოში აგრძელებს. თემურ გოგიშვილის ოჯახი დარწმუნებულია, რომ თეთრი წყაროს სასამართლოს გადაწყვეტილების უკან გავლენიანი მფარველები დგანან, რის გამოც სასიკვდილოდ ნაცემი კაცის საქმეზე ბრალდებულები ციხეში 15 წლიანი პატიმრობის ნაცვლად 2 წლით გაუშვეს.

გოგიშვილი ცემის შემდეგ მთელი თვე კომაში იყო. ბოლოს, ტვინის შეშუპებით გარდაიცვალა, თუმცა ეს გარემოება მუხლის დამძიმების ნაცვლად, ჯგუფურ ცემაში გამართლების საფუძველი გახდა.

ორი შვილის მამა სასტიკად არასრულწლოვანი შვილის და 13 წლის ნათესავის თვალწინ სცემეს. გოგიშვილს მრავლობითი დაზიანებები მუშტებით და წიხლებით ჰქონდა მიყენებული. სასტიკი ანგარიშსწორების დროს 43 წლის კაცმა გონება დაკარგა და ძირს დაეცა, თუმცა იმის ნაცვლად, რომ სასწრაფო დახმარება გამოეძახებინათ, ცემა კიდევ რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

ფიზიკურად გაუსწორნენ არასრულწლოვნებსაც, რომლებიც თემურ გოგიშვილის დახმარებას ცდილობდნენ. ამ შემზარავი ისტორიას წამების სიზუსტით ასახავს მაღაზიის კამერა, რომლის წინაც ჯგუფური ანგარიშსწორება მოხდა. ჩნდება კითხვა, როგორ ვერ დაინახა ვერც სასამართლომ და ვერც ნაფიც მსაჯულებმა ჯგუფურად ჩადენილში სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების კვალი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია