მედია: თბილისში რუსული რესტორნების ქსელი შემოდის – რესტორანი ოლიგარქი ივანიშვილის სასტუმრო “თბილისი პარაგრაფში” გაიხსნება

თბილისის ცენტრში რესტორნების რუსული ქსელის, “სიროვარნიას” ფილიალი იხსნება. ბრენდის სახელწოდება ინგლისური იქნება და არა რუსული და მას Cheesefarm ერქმევა. ინფორმაციას რუსულენოვანი საინფორმაციო სააგენტო Smart Press-ი ავრცელებს.

რესტორანი თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 5-ვარსკვლავიან სასტუმრო “პარაგრაფ თბილისში” გაიხსნება, რომელიც ოლიგარქ ივანიშვილს ეკუთვნის.

Smart Press-ის ცნობით, რესტორნის გახსნის შესახებ მოლაპარაკებები 2023 წელს დაიწყო და მას შემდეგ რესტორნის ინფრასტრუქტურული მოწყობა მიმდინარეობდა. რესტორნის გახსნის ოფიციალური თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

თბილისი მე-6 ქალაქი გახდება დუბაის (არაბთა გაერთიანებული საამიროები), ერევნის (სომხეთი), ალმატის (ყაზახეთი), დუშანბესა (ტაჯიკეთი) და ტაშკენტის (უზბეკეთი) შემდეგ, რომელშიც Novikiv Group-ის რესტორნების ქსელის ფილიალი გამოჩნდება. Cheesefarm რუსი რესტორატორის, არკადი ნოვიკოვის ბიზნესია — ქსელი საკუთარი წარმოების ყველის კოლექციითაა ცნობილი.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა