მედია: ვინ იქნებიან შემდეგი სანქცირებულები?

“ქართული ოცნების” მძიმე ახალი წელი – ოლიგარქი და მისი გუნდის ნაწილი ახალ წელს სანქციებით ხვდება. მეორე ნაწილი კი სანქციების მოლოდინშია. კიდევ უფრო მასშტაბური შეზღუდვების პაკეტი დაანონსებულია. რიგში დგანან დასანქცირებული რეჟიმის ოჯახის წევრები. მათ შორის ოლიგარქის შვილიც, რომელიც წლებია, ამერიკის მოქალაქეა.

ივანიშვილი გამონაკლისი არ არის. “ოცნების” პოლიტიკური ელიტის შვილებს, რომლებიც შეერთებულ შტატებში სწავლობენ ან ცხოვრობენ შესაძლოა, მალე ქვეყნის დატოვება მოუწიოთ.

ამერიკაში ჰყავთ შვილები ყოფილ პრემიერს და პარლამენტის მოქმედ ვიცე სპიკერებს. სავარაუდოდ, მზადდება რეჟიმის მსახურების ახალი შავი სიაც, რომლის სათავეშიც ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და კახი კალაძე იქნებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ