არქივი19 მაისი, 2024, 13:52
მედია - ვერტმფრენმა, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იმყოფებოდა, უხეში დაშვება განახორციელა
ვერტმფრენმა, რომელშიც ირანის პრეზიდენტი, იბრაჰიმ რაისი იმყოფებოდა, უხეში დაშვება განახორციელა, - ინფორმაციას Reuters-ი ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე სამაშველო ჯგუფები მიდიან.
მომხდარის შესახებ ირანული მედია ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებს და ოფიციალური დადასტურება, ჯერჯერობით, არ ყოფილა.
CNN-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ბორტზე იმყოფება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრიც. ამავე ცნობებით, ინციდენტი მეზობელ აზერბაიჯანში ვიზიტის დროს მოხდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.