ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია: ევროსაბჭოში მოუსმინეს ქალს, რომელიც გამომსვლელების თქმით, ქიმიური იარაღით დარბევის მსხვერპლია

მედია: ევროსაბჭოში მოუსმინეს ქალს, რომელიც გამომსვლელების თქმით, ქიმიური იარაღით დარბევის მსხვერპლია

ევროსაბჭოში მოუსმინეს ქალს, რომელიც გამომსვლელების თქმით, ქიმიური იარაღით დარბევის მსხვერპლია. ამის შესახებ სოციალურ ქსელში კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, გიგა ლემონჯავა წერს.

მისი თქმით, მარიამ გელოვანს საქართველოში ვერ უმკურნალეს და ახლა მკურნალობას საფრანგეთში გადის.

გიგა ლემონჯავა აღნიშნავს, რომ საჭიროა საერთაშორისო გამოძიება, რომელიც "დაადგენს რა ნივთიერებით მოგვწამლეს".

ეს მარიამ გელოვანია, ივანიშვილის ქიმიური დარბევის მსხვერპლი, რომელსაც საქართველოში ვერ უმკურნალეს, ახლა საფრანგეთშია და აქ მკურნალობს. 

დღეს მან თავისი ისტორია მოყვა ევროსაბჭოში, ერთ-ერთ გავლენიან პოლიტიკურ ჯგუფთან შეხვედრაზე. 

ამის ჩამდენმა პასუხი უნდა აგოს და რადგან საქართველოში გამოძიება არ არსებობს, გვჭირდება საერთაშორისო გამოძიება, რომელიც დაადგენს რა ნივთიერებით მოგვწამლეს, ვინ გასცა ბრძანება და ვინ აღასრულა დანაშაული," - წერს გიგა ლემონჯავა. 

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.