ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია: ევროპის ბიბლიოთეკებიდან იშვიათი წიგნების ძარცვაში ქართველები არიან ეჭვმიტანილები

შვეიცარიული ტელეარხის, Lemanbleu-ს ცნობით, ჟენევისა და ევროპის სხვა ქალაქებში რუსი მწერლებისა და პოეტების ნაწარმოებების იშვიათი წიგნების მოპარვის უკან საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარი დაჯგუფება დგას.
მედიის ინფორმაციით, მოპარულია „ათობით ფასეული წიგნი“. ჟენევის ბიბლიოთეკიდან მოუპარავთ პუშკინის გამოცემების კოლექცია. ბიბლიოთეკაში განაცხადეს, რომ უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა, ხოლო შვეიცარიის პროკურატურა ადასტურებს გამოძიების დაწყებას.
ფრანგული მედიასაშუალებები კი წერენ, რომ რუსი მწერლების ძველი, ღირებული წიგნები მოიპარეს პარიზის, ლიონის, ვილნიუსისა და ვარშავის ბიბლიოთეკებიდანაც. ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქეები დაკავებულები არიან. Lemanbleu აღნიშნავს, რომ მოპარული წიგნებს, ეჭვმიტანილები, სავარაუდოდ, რუსეთში შავ ბაზარზე ყიდდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.