მედია – ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე გერმანიის გამო ვერ შეთანხმდა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი გერმანიის პოზიციის გამო ვერ შეათანხმა, – ინფორმაციას Reuters-ი ევროკავშირის დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ის წყაროების თანახმად, გერმანიამ, ქვეყნის ინდუსტრიაზე პოტენციური გავლენის გამო, გააპროტესტა პუნქტი, რომლის თანახმადაც სანქციების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ევროკავშირის კომპანიებს ეკისრება.
ევროკავშირის 27 ქვეყნის ოფიციალური პირები ერთ თვეზე მეტია მსჯელობენ პაკეტზე, რომელიც მოიცავს რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) გადაზიდვის აკრძალვას და გეგმას, რომ ევროკავშირის ოპერატორები პასუხისმგებელნი იყვნენ მესამე ქვეყნებში მათი შვილობილი კომპანიებისა და პარტნიორების მიერ სანქციების დარღვევისთვის.
მოსალოდნელი იყო, რომ ევროკავშირი ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტის დამტკიცებას შვეიცარიაში დაგეგმილ მშვიდობის გლობალური სამიტის დაწყებამდე გამოაცხადებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო