მედია: ეგვიპტის ოფიციალური პირი აცხადებს, რომ ავიაკომპანიებს ირანის საჰაერო სივრცისთვის თავის არიდება სამხედრო წვრთნების გამო მოსთხოვეს

ირანმა მსოფლიოს სამოქალაქო ავიაკომპანიებს ურჩია, ამაღამ მის საჰაერო სივრცეში ფრენებს თავი აარიდონ. ამის შესახებ ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზია Al Qahera News-ი ეგვიპტელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იტყობინება.

„ირანის საჰაერო სივრცეს თავი უნდა აარიდონ სამხედრო წვრთნების გამო“, – განაცხადა წყარომ.

ცნობისთვის, ეგვიპტემ თავის ავიაკომპანიებს მოუწოდა, 8 აგვისტოს, გამთენიისას 3 საათის განმავლობაში ირანის საჰაერო სივრცეში ფრენებს თავი აარიდონ. პილოტებისთვის გაგზავნილ გამაფრთხილებელ შეტყობინებაში ფრენების შეზღუდვის მიზეზი დაკონკრეტებული არ იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – პოლიტიკური განცხადებებისთვის პოლიტიკოსების პროკურატურაში დაბარება არის იაფფასიანი მცდელობა, რომ გადაფარონ მთავარი თემა – ლაზარე ჯორბენაძის არსებობა ღარიბაშვილის პოსტიდან შევიტყვე

რომან გოცირიძე: „ნიუ-იორკ პოსტის“ ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილმა ამერიკაში თავისი ვილა 51,5 მილიონ დოლარად გაყიდა. მოდით, ეს ინფორმაცია ივანიშვილთან მორიგებით დასრულებული დავისა და ქვეყანაში მიმდინარე დაჭერების კონტექსტში შევაფასოთ