ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია: დუბაის "მსოფლიო მთავრობათა" სამიტის პრესრელიზში წერია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერი და ის მონაწილეობს მათ ღონისძიებაში

მედია: დუბაის "მსოფლიო მთავრობათა" სამიტის პრესრელიზში წერია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერი და ის მონაწილეობს მათ ღონისძიებაში
"ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირაკლი კობახიძე 11 თებერვალს სიტყვით გამოვა მსოფლიო მთავრობათა სამიტზე.
🛑 სამიტის ოფიციალურ პრესრელიზში კი სტუმრებს შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრად მოხსენიებულია ირაკლი ღარიბაშვილია.
🔻 წლევანდელი სამიტი, რომელიც 11-12 თებერვალს დუბაიში იმართება, ფოკუსირებულია თემებზე, როგორიცაა ეფექტური მმართველობა და ანგარიშვალდებულება, მომავლისა და გლობალური ეკონომიკის დაფინანსება, კლიმატი, კრიზისების მენეჯმენტი და მდგრადი ქალაქები, ადამიანზე ორიენტირებული მომავლისა შესაძლებლობების განვითარება, გლობალური ჯანდაცვის ტრანსფორმაციები. სამიტის დღის წესრიგშია მობილობის, განვითარებადი ეკონომიკის, ხელოვნური ინტელექტის, სამთავრობო სერვისებისა და სამთავრობო გამოცდილების გაცვლის და სხვა ფორუმები.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.