ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის 50 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღების მიყიდვას დათანხმდა

მედია - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის 50 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღების მიყიდვას დათანხმდა

დონალდ ტრამპი უკრაინისთვის 50 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღების მიყიდვას დათანხმდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Kyiv Post-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილების შესახებ კონგრესს აცნობა, რომ უკრაინისთვის პირდაპირი კომერციული გაყიდვების გზით 50 მილიონი დოლარის ღირებულების თავდაცვითი შეიარაღების ექსპორტი დაამტკიცოს.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ „იარაღის ექსპორტის კონტროლის აქტის“ მეშვეობით კონგრესისთვის გაგზავნილი მიმართვა უკრაინისთვის თავდაცვითი აღჭურვილობის მიყიდვას ითვალისწინებს.
გამოცემა წერს, რომ პირდაპირი კომერციული გაყიდვების მექანიზმის გზით აშშ-მა 2015-2023 წლებში უკრაინისთვის 1.6 მილიარდი დოლარის ღირებულების თავდაცვითი აღჭურვილობის ექსპორტი დაამტკიცა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.