მედია – დონალდ ტრამპი და ოლაფ შოლცი შეთანხმდნენ, რომ ომი უკრაინაში ძალიან დიდხანს გრძელდება

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, – ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანიის ფედერალური მთავრობის წარმომადგენელზე, შტეფენ გებესტრაიტზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ტრამპმა და შოლცმა ევროპაში უსაფრთხოების პოლიტიკის გამოწვევებზე ისაუბრეს.
„მხარეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი ძალიან დიდხანს გრძელდება და რომ მნიშვნელოვანია სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის გზაზე რაც შეიძლება სწრაფად დადგომა“, – დასძინა გებესტრაიტმა.
ამავე დროს, შოლცმა დაადასტურა, რომ გერმანია გააგრძელებს რუსული აგრესიისგან თავდაცვაში უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ საჭირო იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

პატრიარქისა და კულტურის მინისტრის შეხვედრაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და ეკლესია-მონასტრების რეაბილიტაციის მიმართულებით ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხი განიხილეს