ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია: დავოსში განიხილავენ "დაავადება X"-ს, რომელიც, შესაძლოა, 20-ჯერ უფრო მომაკვდინებელი იყოს, ვიდრე Covid 19

დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განიხილავენ "დაავადება X"-ს, რომელიც, შესაძლოა, 20-ჯერ უფრო მომაკვდინებელი აღმოჩნდეს, ვიდრე COVID-19, - ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს და წერს, რომ
"დაავადება X" უცნობი პათოგენის ჰიპოთეტური სახელია, რომელსაც ეპიდემიის ან პანდემიის გამოწვევა შეუძლია.
"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი გაფრთხილებები, რომ უცნობმა "დაავადება X" შეიძლება გამოიწვიოს 20-ჯერ მეტი სიკვდილი, ვიდრე კორონავირუსის პანდემია“, - ნათქვამია მოხსენებაში.
როგორც მედია წერს, ახალ პანდემიასთან დაკავშირებით შეხვედრა ოთხშაბათს, 17 იანვარს გაიმართება.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.