ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია: გურიაში 30 წლის კაცმა 14 წლის გოგო გააუპატიურა

მედია: გურიაში 30 წლის კაცმა 14 წლის გოგო გააუპატიურა

გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 30 წლის კაცმა 14 წლის გოგო გააუპატიურა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ.

ადგილობრივი გამოცემა გურია ნიუსის ცნობით, გოგონა გუშინ გაუჩინარდა და არსებობს დაზარალებულსა და ზრდასრულ კაცს შორის სატელეფონო მიმოწერები, სადაც სავარაუდო გაუპატიურების ფაქტი იკვეთება. მათივე თქმით, არასრულწლოვანი სახლში დილით დაბრუნდა, კაცმა კი მიმალვა შეძლო და სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.