ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია - გერმანიის თავდაცვის მინისტრი მთავრობას უკრაინისთვის დამატებით 3.8 მილიარდ ევროს სთხოვს

გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ ფედერალურ მთავრობას მიმდინარე ფინანსურ წელს უკრაინის დასახმარებლად დამატებით 3.8 მილიარდი ევრო სთხოვა.
Bild-ის ცნობით, წელს ბერლინმა კიევს 7.1 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარება გაუწია.
თანხა გამოიყენებოდა სამხედრო საქონლის საფასურის დასაფარად, რომელსაც უკრაინა ყიდულობდა. გარდა ამისა, თანხა გამოიყენება იარაღის ხელახალი შეკვეთის დასაფინანსებლად, რომელიც ბუნდესვერმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცა.
Bild- წერს, რომ ახლა, როცა უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება მზარდი მხარდაჭერა საოკუპაციო ძალებისგან ეფექტური თავდაცვისთვის, გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა, ბორის პისტორიუსმა ეს საკითხი კანცლერ ოლაფ შოლცთთან განიხილა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.