მედია: გახარიას დაკავების რისკი ისევ არსებობს – რა თქვა დღეს კობახიძემ

გიორგი გახარიას დაკავების რისკი ისევ არსებობს – დღეს ირაკლი კობახიძემ “პირველების” კითხვის საპასუხოდა თქვა, რომ ჩორჩანას საქმეზე ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ ბრალდებები და კითხვები ისევ ძალაში რჩება.

რაც შეეხება “ოცნების” სარჩელში გახარიას პარტიის არმოხვედრას, კობახიძე ამბობს, რომ “გახარია-საქართველოსთვის” პარლმანეტში შესვლამ გადაარჩინა და ამიტომაც არ მოხვდა ასაკრძალი პარტიების სიაში.

სამართლებრივად პარტიამ თავი გადაირჩინა, რადგან მთავარი საყრდენი სარჩელში იყო სწორედ საბოტაჟი და გამომდინარე იქიდან, რომ გამოვიდა საბოტაჟის რეჟიმიდან, ამით გადაარჩინა პარტია აკრძალვის შესახებ სარჩელში მოხვედრას, თუმცა ის ბრალდებები რაც ისმოდა კონკრეტულად ამ ადამიანის მიმართ, რა თქმა უნდა, ყველაფერი ძალაში რჩება – იგივე ჩორჩანა, იგივე საბოტაჟში მონაწილეობა, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე რჩება ძალაში”, – განაცხადა კობახიძემ. 

“ქართული ოცნების” სარჩელით, ასაკრძალი პარტიების სიაში მოხვდნენ:

  • “ნაციონალური მოძრაობა”
  • კოალიცია “ცვლილებისთვის”  შალვა პაპუაშვილმა დააზუსტა, რომ საუბარია კონკრეტულად პარტია “ახალზე”
  • “ლელო – ძლიერი საქართველო”

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ანა დოლიძე: ანუ, მმართველი პარტიის გენერალური მდივანი ისე დაუჯდა ოკუპანტი სახელმწიფოს ჟურნალისტს სასაუბროდ, თან თავისივე ენაზე რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, რასთან ჰქონდა საქმე. და იქნებ ეს პუტინის ქალიშვილი იყო რომელიმე? ან ლავროვის?

მიხაილ გალუზიმი – თბილისზე უპრეცედენტო გარე ზეწოლამ და ულტიმატუმებმა, რომ რუსეთთან თანამშრომლობაზე უარი თქვას, ის შედეგი არ გამოიღო, რისი იმედიც დასავლეთს ჰქონდა – ვცდილობთ საქართველოსთან ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობები ავაშენოთ