არქივი26 ივნისი, 2025, 20:56
მედია: გარდაიცვალა პატიმრის, ონისე ცხადაძის მამა

გარდაიცვალა რეჟიმის პატიმრის, ონისე ცხადაძის მამა.
ამის შესახებ მისი ძმა, სანდრო ცხადაძე სოციალურ ქსელში წერს.
დღეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა აქციების დროს დაკავებული 11 პირი, მათ შორის ონისე ცხადაძეც, კვლავ პატიმრობაში დატოვა.
პატიმრობაში ყოფნის დროს გურამ მირცხულავას მამა, გიორგი ახობაძეს კი დედა გარდაეცვალა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.