ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია: "გავასამართლებთ და პირდაპირ ეთერში გადავცემთ" - ივანიშვილის გუნდის მუქარა ენმ-ს (ვიდეო)

მედია: "გავასამართლებთ და პირდაპირ ეთერში გადავცემთ" - ივანიშვილის გუნდის მუქარა ენმ-ს (ვიდეო)

"ქართულ ოცნება" ოპოზიციური პარტიების აკრძალვისთვის საჭირო პროცედურებს იწყებს. თეა წულუკიანის კომისიის დასკვნის საფუძველზე, მალე საკონსტიტუციო სარჩელი მომზადება. "ოცნებას" გეგმა დალაგებული აქვს, პარტიების აკრძალვის პროცესები პირდაპირ ეთერში უნდა აჩვენოს.

წულუკიანის კომისიის ანგარიში არამხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობას" არამედ, "ლელო - ძლიერი საქართველოს", გახარიას პარტიას და კვალიცია "ცვლილებისთვის" ეხბეა. ამიტომაც ჩნდება მოლოდინი, რომ "ქართული ოცნება" ამ პარტიების გაუქმებასაც მოითხოვს.

ის, რაც პირველად ხდება საქართველოში უკვე გამოცდილია რუსეთსა და ბელორუსში, სადაც პუტინის და ლუკაშენკოს მოწინააღმდეგეები ციხეშიც გამოკეტეს და ოპოზიციური პარტიებიც არაერთხელ აკრძალეს. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიების უკან საქართველოს უდიდესი მოსახლეობა დგას და ამ ხალხს ვერც აკრძალავენ და ვერც აზრს შეუცვლიან.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.