პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია - გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი უკრაინაში სამშვიდობო ჯარების გაგზავნაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ

მედია - გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი უკრაინაში სამშვიდობო ჯარების გაგზავნაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ ნებისმიერი პოტენციური შეთანხმების შემთხვევაში ბრიტანელი და ფრანგი ჯარისკაცების უკრაინაში გაგზავნის საკითხს განიხილავენ, - ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი მხარს უჭერს აღნიშნულ იდეას და ამის შესახებ უკვე ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს.
The Telegraph-ის ინფორმაციით, დაუნინგ სტრიტისა და ელისეის სასახლის პრესსპიკერებმა არ უარყვეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრიტანეთის პრემიერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ამ საკითხზე გასულ კვირას ჩეკერსში, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში შეხვედრისას ისაუბრეს.
მოლაპარაკებების დეტალები კონფიდენციალური რჩება, მაგრამ ბრიტანეთის მთავრობის რამდენიმე მაღალი რანგის წყარო აცხადებს, რომ სტარმერს ამ გეგმისთვის, ჯერჯერობით, სრულად არ დაუჭერია მხარი.
„არსებობს გამოწვევები იმის შესახებ, თუ რისი მხარდაჭერა შეგვიძლია, რისი მხარდაჭერა გვსურს და უფრო ფართო კითხვა იმის შესახებ, თუ რა საფრთხის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდნენ ეს ჯარები და არის თუ არა ეს ესკალაციის გამომწვევი“, - განუცხადა ერთ-ერთმა წყარომ The Telegraph-ს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 იანვარი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.