მედია: ბლინკენმა სკოპიე, სადაც ეუთოს სამიტი იმართება, ლავროვის ჩასვლამდე დატოვა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქი, სკოპიე ლავროვის ჩასვლამდე დატოვა და ისრაელში გაემგზავრა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Associated Press ავრცელებს.
როგორც ენტონი ბლინკენმა Twitter-ზე დაწერა, ქვეყნის დატოვებამდე იგი ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბუიარ ოსმანს შეხვდა. ამასთან ერთად, -ის მდივანმა მონაწილეობა მიიღო მინისტერიალის წინ გამართულ სამუშაო ვახშამზეც, ამის შემდეგ კი სკოპიე დატოვა.
“პროდუქტიული საუბრები ჩემს კოლეგებთან სკოპიეში ეუთოს მინისტერიალზე დღეს. მიუხედავად ს ობსტრუქციონიზმისა, ჩვენ ვრჩებით ეუთოსა, მისი დამფუძნებელი პრინციპებისა და მიღწეული შედეგების ერთგულნი”, – წერს ბლინკენი X-ზე
Productive conversations with my counterparts at the @OSCE Ministerial in Skopje today. Despite Russia's obstructionism, we remain fully committed to the OSCE, its founding principles, and the important work that is achieved. pic.twitter.com/VRDH1GAB0M— Secretary Antony Blinken (@SecBlinken) November 29, 2023
შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქში ეუთოს უსაფრთხოების მინისტერიალი მიმდინარეობს. ღონისძიებაში მონაწილეობას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ც იღებს. ლავროვის ვიზიტს ქვეყანაში ბოიკოტი გამოუცხადეს დიპლომატების ნაწილმა, მათ შორის არიან , ლიეტუვა, ლატვია და . ღონისძიებას დაესწრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი.