მედია – ბერლინში უკრაინისა და -ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დასრულდა

ბერლინში უკრაინისა და -ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დასრულდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
წყაროს ცნობით, შეხვედრა დღეს დილით, ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:00 საათზე დაიწყო და მასში პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც მონაწილეობდა.
დღესვე ბერლინში ელოდებიან საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ დიკ შუფს და იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის.
რაც შეეხება ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბს, მედიის ცნობით, ის ბერლინში კვირას ჩავიდა და დონალდ ტრამპის წარმომადგენლებსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზელენსკი ევროპელ ლიდერებს დღეს, კიევის დროით 20:00 საათზე შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია