მედია – ბელგრადში, საპროტესტო მსვლელობისას, ავტომობილი ხალხში შევარდა, დაშავებულია 3 ადამიანი

ბელგრადში, საპროტესტო მსვლელობისას, ავტომობილი ხალხში შევარდა, დაშავებულია 3 ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციამ BMW-ის მარკის ავტომობილის 50 წლის მძღოლი დააკავა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
შეგახსენებთ, დღეს სერბეთის დედაქალაქში მთავრობის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. საპროტესტო აქციის წინ სერბეთის სხვადასხვა ქალაქებიდან ბელგრადში ათასობით დემონსტრანტი ჩავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მაგდა მამუკაშვილი: სულ მაქვს კითხვა და პრინციპში, პასუხიც ვიცი, ნეტა მაშინ, 1936 წელს ქართველებმა სანდრო ახმეტელის სიკვდილი თუ შენიშნეს? სიკვდილამდე 222 დღე რომ აწამებდნენ, ნეტა მაშინდელი თბილისელი საზოგადოება კვლავ დადიოდა თეატრში?