მედია: ახალგაზრდა მასწავლებელზე სასტიკი ანგარიშსწორების მოტივი, სავარაუდოდ, ეჭვიანობა გახდა – ახალი დეტალები (ვიდეო)

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე “პირველებისთვის” ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

მოკლულის დედა ამბობს, რომ მისი შვილის სასტიკ ცემაში არა ერთი, არამედ არასრუწლოვნების ჯგუფი მონაწილეობდა. როგორც ქალი ამბობს, ანგარიშსწორებაში მონაწილეობდა 16 წლის გოგოც, რომელმაც შეყვარებული მათემატიკის მასწავლებელზე აეჭვიანა. ცნობილია, რომ მოზარდები ავალიანთან მათემატიკაში ემზადებოდნენ.

ოჯახი ყველა პირის დასჯას კატეგორიულად ითხოვს.

მომხდარზე “პირველებთან” ადგილობრივებიც საუბრობენ.

მე ასე გავიგე, რომ ვისაც ამზადებდა, მაგათ შორის მოხდა რაღაცა. ვითომ იმ გოგოს შეყვარებული ჰყავდაო და ეს ბიჭი, ძალიან კარგი ბიჭი, ჭკვიანი, სიმპათიური, ვითომ მასწავლებელი ასეთი კარგი მყავსო, აეჭვიანა შეყვარებული და ეჭვიანობის ნიადაგზე ეტყობა, დახვდნენ. გოგოც მონაწილეობდა კი, 16 წლისო. თავში ჩაურტყამთ ბლაგვი საგანი, გაითიშა, ეგდო ძირს. მერე მიიყვანეს საავადმყოფოში და გარდაიცვალაო, – ამბობს “პირველებთან” ადგილობრივი.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის გიგა ავალიანი ორი დღის წინ კლინიკაში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას თბილისში, თემქაზე ჩაუსაფრდნენ, სცემეს და თავის არეში უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს.

მასწავლებელი რამდენიმე დღის განმავლობაში კომაში იყო და ექიმები მის გადარჩენას გუშინდელ დღემდე ცდილობდნენ.

-მ მომხდარზე 17 წლის მოსწავლე დააკავა. მას ბრალი ცემის მუხლით ჰქონდა წაყენებული, თუმცა მას შემდეგ, რაც მათემატიკის მასწავლებელი გარდაიცვალა, დაკავებულს, სავარაუდოდ, მუხლი დაუმძიმდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია