არქივი17 დეკემბერი, 2024, 08:53
მედია - აშშ-ში, უისკონსინის შტატში, სკოლაში სროლის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა

აშშ-ში, უისკონსინის შტატში, სკოლაში სროლის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ABC News-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, ოფიცრებმა სროლაში ეჭვმიტანილი გარდაცვლილი იპოვეს. სროლა უისკონსინის შტატის ქალაქ მადისონში მდებარე სკოლაში მოხდა.
„სიტუაცია მუდმივად ვითარდება, ამიტომ სამუშაო ბევრია“, - განაცხადა მადისონის პოლიციის უფროსმა, შონ ბარნსმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.