მედია – აშშ-სა და რუსეთის მაღალჩინოსნების შეხვედრა უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხზე სამშაბათს გაიმართება

უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების შესახებ შეთანხმების განსახილველად ამერიკელ და რუს მაღალჩინოსნებს შორის შეხვედრა საუდის არაბეთში სამშაბათს გაიმართება, – ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის დელეგაციაში შევლენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი და აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი.
ამ დროისთვის უცნობია, ვინ იქნება წარმოდგენილი რუსეთის დელეგაციაში. ერთ-ერთმა წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ შეხვედრას, სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი დაესწრება.
სტივ უიტკოფმა Fox News-თან საუბარში განაცხადა, რომ ის და მაიკ უოლცი საუდის არაბეთში კვირას ღამით ჩავიდოდნენ. რუბიო კი საუდის არაბეთში ისრაელში ვიზიტის შემდეგ, ორშაბათს ჩავა.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა