მედია – ამერიკელი გენერლების დელეგაცია, შესაძლოა, მომავალ კვირას მოსკოვში ჩაფრინდეს და კრემლთან „სამშვიდობო გეგმა“ განიხილოს

ამერიკელი გენერლების დელეგაცია, შესაძლოა, მომავალ კვირას მოსკოვს ეწვიოს, რათა რუს ოფიციალურ პირებთან ვაშინგტონის „სამშვიდობო გეგმა“ განიხილოს, – ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსნების დელეგაციამ, რომელსაც არმიის მდივანი, დენ დრისკოლი ხელმძღვანელობდა, ხუთშაბათს კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებები გამართა.
„ტრამპმა დრისკოლი თავის ახალ „სპეციალურ წარმომადგენლად“ დანიშნა. ამერიკელი გენერლების ჯგუფი, სავარაუდოდ, მომავალი კვირის ბოლოს მოსკოვში გაფრინდება, რათა კრემლთან „სამშვიდობო გეგმა“ განიხილონ“, – წერს The Guardian-ი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთის სამარის ოლქში „როსკოსმოსის“ ერთ-ერთ მთავარ საწარმოზე დარტყმა „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტებით განხორციელდა – ეს კარგი შედეგია, ჩვენი საზღვრიდან მანძილი დაახლოებით 900 კილომეტრია