არქივი13 დეკემბერი, 2023, 11:25
"მედიაცია იურისტებისთვის" - საქართველოს მედიატორთა და ადვოკატთა ასოციაციამ მესამე ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლა
„იუესეიდის“ სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს მედიატორთა და ადვოკატთა ასოციაციამ, თბილისში მესამე ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმს - მედიაცია იურისტებისთვის უმასპინძლა.
ღონისძიება საქართველოში მედიაციის პრაქტიკის განვითარებას მიეძღვნა. მასში მონაწილეობდნენ მედიატორები, იურისტები და მოსამართლეები, რომლებმაც სასამართლო პრაქტიკაში მედიაციის მნიშვნელობის შესახებ იმსჯელეს.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.