ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედვედევი მოუწოდებს რუსებს, სათანადოდ იმოქმედონ მტრული ქვეყნების ტერიტორიებზე

„რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციები გამიზნულია არა მხოლოდ ხელისუფლებისა და ბიზნესის, არამედ მთელი რუსეთის წინააღმდეგ, ამიტომ მოსკოვმა შური უნდა იძიოს დასავლეთის ქვეყნებზე „ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია“, - დაწერა სოციალურ ქსელში რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა.
„ისინი ჩვენი მტრები არიან. ამიტომ უნდა შევუქმნათ შესაძლო სირთულეები ეკონომიკაში, აღვძრათ საზოგადოებრივი უკმაყოფილება დასავლეთის ხელისუფლებების არაკომპეტენტური პოლიტიკის მიმართ, შევიმუშაოთ და წავახალისოთ საერთაშორისო გადაწყვეტილებები, რომლებიც შელახავენ დასავლური სამყაროს ინტერესებს. ვაკეთოთ ყოველივე ეს გამუდმებით, სისტემურად და მაქსიმალურად ღიად“, - დაწერა მედვედევმა თავის ტელეგრამარხზე.
დმიტრი მედვედევმა ასევე მოუწოდა საზოგადოებას დასავლეთის ქვეყნების ტერიტორიებზე იმგვარი საქმიანობის წარმოებისკენ, „რომლებზეც საჯაროდ საუბარი არ არის მიღებული“. მან თავისი ნათქვამი შეაჯამა ფრაზით „თუ ომია, ომი იყოს“ და გამოხატა თავდაჯერება, რუსეთის ომში გამარჯვებასთან დაკავშირებით.
· დმიტრი მედვედევი - რუსი პოლიტიკოსი, რუსეთის პრეზიდენტი 2008-2012 წლებში. რუსეთის პირველი ვიცე-პრემიერი 2005-2008 წლებში. რუსეთის პრემიერ-მინისტრი 2012-2020 წლებში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.