ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედვედევი თვლის, რომ სალომე ზურაბიშვილი თანამდებობიდან უნდა გადააყენონ და დააპატიმრონ

მედვედევი თვლის, რომ სალომე ზურაბიშვილი თანამდებობიდან უნდა გადააყენონ და დააპატიმრონ

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ექსპრემიერი და ექსპრეზიდენტი დმიტრი მედვედევი თვლის, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თანამდებობიდან უნდა გადააყენონ და დააპატიმრონ.
"საქართველოს მარიონეტულმა პრეზიდენტმა უარი თქვა ეღიარებინა არჩევნების შედეგები და წავიდა კონსტიტუციის წინააღმდეგ, გადატრიალების მოწოდებით. ასეთ შემთხვევებში სტანდარტული პრაქტიკაა თანამდებობიდან გადაყენება და დაპატიმრება" - წერს მედვედევი 28 ოქტომბერს პლატფორმაზე X.
ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენების საჭიროებაზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლებიც ლაპარაკობენ, მათ იმპიჩმენტის პროცედურებიც გამოიხმეს საამისოდ. ზურაბიშვილს უფლებამოსილება წლის ბოლოს ეწურება.
ამავე დღეს, 28 ოქტომბერს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა განიხილოს შესაძლო წინადადებები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონტაქტების გაფართოების შესახებ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.