ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედვედევი ვაშინგტონში გამართულ სამიტს სარკაზმით გამოეხმაურა

მედვედევი ვაშინგტონში გამართულ სამიტს სარკაზმით გამოეხმაურა

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი, ვაშინგტონში თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას, სადაც მონაწილეობდნენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროპელი ლიდერები, სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა.
მედვედევის განცხადებით, შეხვედრაზე ზელენსკი და ევროპელი ლიდერები ტრამპს „მადლობას უხდიდნენ და ემლიქვნელებოდნენ“. მისი თქმით, „ანტირუსული ომის მოყვარულთა კოალიციამ“ ტრამპის საკუთარ მოედანზე დამარცხებას ვერ შეძლო.
საინტერესოა, რას იტყვის კიევის კლოუნი, როცა სამშობლოში დაბრუნდება და კვლავ მწვანე სამხედრო ფორმაში გამოეწყობა – რა სიმღერას შეასრულებს გარანტიებსა და ტერიტორიებზე?, – დაწერა მედვედევმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.