პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედვედევი: დროა დააბრუნონ ყველაფერი, ვიდრე ძალიან გვიანი არ იქნება. ან ჩვენ თავად დავიბრუნებთ მტრისთვის მაქსიმალური დანაკარგებით ისე, როგორც ავდეევკა დავიბრუნეთ

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთი გამოიყენებს მთელ არსენალს, თუ მის 1991 წლის საზღვრებთან დაბრუნებას შეეცდებიან.
ამის შესახებ მედვედევმა საკუთარ ტელეგრამ არხზე დაწერა. მისი თქმით, ნებისმიერი მცდელობა, რომ რუსეთი 1991 წლის საზღვრებში დააბრუნონ, გლობალურ ომს და ბერლინზე, ლონდონსა და ვაშინგტონზე დარტყმებს გამოიწვევს.
მისივე თქმით, „ბირთვულ სახელმწიფოებს არასდროს წაუგიათ ომი, რომელშიც საკუთარ მამულს იცავენ“.
„ასე რომ, დროა დააბრუნონ ყველაფერი, ვიდრე ძალიან გვიანი არ იქნება. ან ჩვენ თავად დავიბრუნებთ მტრისთვის მაქსიმალური დანაკარგებით ისე, როგორც ავდეევკა დავიბრუნეთ“, – წერს მედვედევი.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 თებერვალი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.