მედვედევი – გერმანიას რეალური დენაციფიკაცია არ გაუვლია

გერმანიას რეალური დენაციფიკაცია არ გაუვლია, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის სტატიაშია ნათქვამი.

დიმიტრი მედვედევმა სტატია გამოაქვეყნა, სათაურით – „გერმანიის ახალი მილიტარიზაცია: სულის აღზევება თუ თავზეხელაღებული რევანშიზმი?“.

მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთსა და გერმანიას შორის ომის შემთხვევაში „გერმანიის სამრეწველო ინდუსტრია სრულად განადგურდება და ევროპული ცივილიზაციის არსებობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება“.

„რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის საარქივო მასალებში, მათ შორის 1952 წლის ანგარიშში დასავლეთ გერმანიის პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ, აღნიშნულია, რომ მისი დენაციფიკაციის ნაცვლად, დასავლეთი „ნაცისტ ომის დამნაშავეებს“ ამართლებს. მთელი ეს პროცესი, რომელიც დიდი ზეიმით მიმდინარეობდა, ცნობილი პროფაშისტური ორგანიზაციების ლიკვიდაციისა და საზოგადოებრივი სივრცეების გაწმენდის გარდა, სრულ ფარსად იქცა“, – წერს მედვედევი.

მედვედევი აღნიშნავს, რომ „გერმანიის მილიტარიზაციის გათვალისწინებით, რუსეთმა 1941 წლის გამეორება არ უნდა დაუშვას“.

„ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ 1941 წლის ტრაგედია არ დავუშვათ. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ისეთი პლაცდარმების ქსელი, როგორსაც დღეს ვაკვირდებით, გერმანელებმა 1941 წლის 22 ივნისის წინაც მოამზადეს“, – აღნიშნავს მედვედევი.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – “ახალი” თავიდანვე იყო ენმ-ის გასაყოფად შექმნილი გილაურის ბიზნეს პროექტი, რომელიც დაიშალა, როგორც ვიწინასწარმეტყველე, მალევე, როცა ფული შეწყდა – თუ იმასაც უარყოფთ, რომ მელიამ და გვარამიამ პარტია გაიყვეს და “ახალი N4” აღარ არსებობს?

სალომე ზურაბიშვილი – ალბათ, უნდათ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია, ეს მათი თამაშებია, მაგრამ ნათელია, ეს ხელისუფლება უკვე ხელისუფლებას აღარ ჰგავს – ღრმა კრიზისშია და თავმომძვრალი ქათამივით აქეთ-იქით ეჯახება