მეგრელიშვილი: „ხალხის ძალა“ ქართულ პოლიტიკაში მძაფრი ეროვნული ღირსებით, ქართული საქმით და იდეით შემოვიდა

“ხალხის ძალა“ არის ძალა, რომელმაც შეძლო და შეცვალა ის განაწესი, რომელიც აქამდე ქართულ პოლიტიკაში არსებობდა“, -ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა მედიასთან ისაუბრა.
მისი თქმით, „ხალხის ძალამ“ თავისი გაბედული პოლიტიკით მოახერხა, რომ პარტნიორებთან ურთიერთობაში საქართველოს სახელმწიფო ინტერესები გახადა აქტუალური. „ხალხის ძალა“ ქართულ პოლიტიკაში და ზოგადად, პოლიტიკურ ველზე მძაფრი ეროვნული ღირსებით, ქართული საქმით და იდეით შემოვიდა.
„ხალხის ძალა“ არის ძალა, რომელიც ეროვნული ქცევის მოდელს აყალიბებს, ეს პროცესი დაწყებული და შეუქცევადია და საბოლოო ჯამში, ეროვნული ენერგიის მობილიზებას მოახდენს. „ხალხის ძალა“ არის ძალა, რომელმაც შეძლო და შეცვალა ის განაწესი, რომელიც აქამდე ქართულ პოლიტიკაში არსებობდა, მაგალითად, თუ ჩვენ პარტნიორების დავალებებს, პარტნიორებთან ურთიერთობას, პოლიტიკურ დღის წესრიგს თვალდახუჭული მივყვებოდით, სადაც პირდაპირ წაშლილი იყო ზღვარი პარტნიორობას და სავალდებულო შესასრულებელ დავალებებს შორის, „ხალხის ძალამ“ გაბედული პოლიტიკით მოახერხა, რომ დღეს ქართული სახელმწიფოს ინტერესები არის პრიორიტეტული, მათ შორის, პარტნიორებთან ურთიერთობაშიც. მე ვფიქრობ, რომ „ხალხის ძალის“ პოლიტიკური ხელწერა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმიტომ, რომ საზოგადოებრივი მოძრაობიდან დღემდე ჩვენ ვართ ქართული, ეროვნული იდეით და ეს ასე გაგრძელდება. მე მჯერა, რომ ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ჩვენს სიტყვას, ჩვენს გუნდთან ერთად ვიტყვით“, -განაცხადა მეგრელიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით