მეგრელიშვილი: მივმართავ ჰოლანდიის, ნორვეგიისა და შვეიცარიის საელჩოებს, ასევე UNDP – ის პროგრამის ხელმძღვანელებს – იქნებ კეთილი ინებოთ და აგვიხსნათ, რატომ აფინანსებთ აგრესიულ LGBT პროპაგანდას საქართველოში

მივმართავ საქართველოში ჰოლანდიის, ნორვეგიისა და შვეიცარიის საელჩოებს, ასევე გაეროს დაფინანსებული UNDP – ს პროგრამის ხელმძღვანელებს – იქნებ კეთილი ინებოთ და აგვიხსნათ, რატომ აფინანსებთ აგრესიულ LGBT პროპაგანდას საქართველოში?, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი 6 მარტს დაგეგმილ წიგნის პრეზენტაციას სახელწოდებით “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”.
მეგრელიშვილის თქმით, ქართველი ხალხი არ მოითმენს მსგავსი სიმახინჯის დაკანონების მცდელობას და ქვეყნის მოსახლეობის 90%-ისთვის არათუ მიუღებელია, არამედ ლოგიკურ გაღიზიანებას იწვევს.
„მივმართავ საქართველოში ჰოლანდიის, ნორვეგიისა და შვეიცარიის საელჩოებს, ასევე გაეროს დაფინანსებული UNDP – ს პროგრამის ხელმძღვანელებს – იქნებ კეთილი ინებო და აგვიხსნათ, რატომ აფინანსებთ აგრესიულ LGBT პროპაგანდას საქართველოში? რატომ იხარჯება ფული ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებაში, ხოლო შემდგომ რატომ გვამადლით, რომ ჩვენ ქვეყანაში თანხებს ხარჯავთ? რატომ აფინანსებთ ისეთ ღონისძიებებს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 90% – ისთვის არათუ მიუღებელია, არამედ ლოგიკურ გაღიზიანებას იწვევს? რატომ გვახვევთ თავს სექსუალური უმცირესობების ცხოვრების წესს და რატომ ცდილობთ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში შეაღწიოთ ამ იდეოლოგიის პროპაგანდით? ნუთუ გგონიათ, რომ მსგავსი სიმახინჯის დაკანონების მცდელობას მოითმენს ქართველი ხალხი? მწარედ ცდებით. აჯობებს გონს მოეგოთ და გადახედოთ თქვენ პრიორიტეტებს, თუმცა კი, ამის იმედი ნამდვილად არ მაქვს“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით