მეგონა, ნათია მეზვრიშვილი გუშინდლის მერე ხმის ამოღებასაც ვერ გაბედავდა – ნინო ფოჩხუა

ექსპერტი ნინო ფოჩხუა, გახარიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის მიერ კახა კალაძესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეგონა, მას შემდეგ, რაც მეზვრიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებმა საშინელი სიტყვებით შეამკეს, იგი ხმის ამოღებასაც ვერ გაბედავდა.
კერძოდ, ექსპერტმა შეაფასა მეზვრიშვილის მიმართვა კახა კალაძისადმი, რომელშიც მას “კაცობაში ჩაჭრილი, ჭორიკანა მერი” უწოდა.
ფოჩხუას განცხადებით, კორუფცია, ჭორკნობა და კაცობაში ჩაჭრა, ნათია მეზვრიშვილმა საკუთარ უფროსთან, გიორგი გახარიასთან აჯობებს მოიკითხოს. “მეგონა გუშინდელი დღის მერე ეს ქალი ხმის ამოღებასაც ვერ გაბედავდა. არ დარჩენილა ოპოზიციაში კაცი, რომ არ ეგინებინა და საშინელი სიტყვებით არ შეემკო ადეიშვილის გამოზრდილი ყოფილი პროკურორი, მაგრამ როდის ყოფილა ასეთი წარსულის ადამიანს თავმოყვარეობა ჰქონია.
აი, ახლაც კახა კალაძეს მიადგა. ამას გახარია ეტყობა მართლა კაცი ჰგონია. ყველას გვახსოვს გახარიას გავლილი ნარკოტესტი კარდიოლოგთან და კიდევ ბევრი სხვა რამე. ასე რომ კორუფცია, ჭორიკნობა და კაცობაში ჩაჭრა საკუთარ უფროსთან მოიკითხოს.” – წერს ნინო ფოჩხუა. ცნობისთვის, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, აღნიშნა: “მზად ვარ, ნებისმიერ დროს გავიარო ნარკოლოგიური შემოწმება, გახარია ხომ არ ვარ გავიქცე და დავიმალო.”

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს – რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე – თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ – “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში