არქივი14 მაისი, 2024, 15:26
„მეგობრებო, ლაზარე ისევ დაიჭირეს და ჩვენც მიგვაყოლებენ, თუ ეს დამპალი რეჟიმი ციმბირის გზას არ გავუყენეთ“ - ლაზარე გრიგორიადისის დედის განცხადება
დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით გამჭვირვალობის კანონი დაამტკიცა.
პარლამენტთან ხალხის ნაკადი არ წყდება.
სულ ცოტა ხნის წინ სპეცრაზმმა მშვიდობიანი მომიტინგეები წიწაკის სპრეით დაარბია.
ემზადებიან წყლის ჭავლის გამოსაყენებლადაც.
ცოტა ხნის წინ ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც სულ რაღაც ერი კვირის წინ გაათავისუფლეს ციხიდან, კვლავ დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ ლაზარე პრეზიდენტმა შეიწყალა.
„დიახ მეგობრებო ლაზარე ისევ დაიჭირეს და ჩვენც მიგვაყოლებენ,თუ ეს დამპალი რეჟიმი არ გაუყენეთ ციმბირის გზას!“ - წერს ლაზარეს დედა, თამთა კალანდაძე.
არქივის შესახებპირველწყარო: newsline.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.