ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"“მეამა”-ს შეცვლილი პოზიცია და ტყუილი, თითქოს, დასანქცირებულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვაზე ვეკითხებოდით, არის ნათელი დადასტურება, როგორ ახდენს ზეწოლას „ოცნება“ ბიზნესზე!" (აუდიოჩანაწერი)

"“მეამა”-ს შეცვლილი პოზიცია და ტყუილი, თითქოს, დასანქცირებულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვაზე ვეკითხებოდით, არის ნათელი დადასტურება, როგორ ახდენს ზეწოლას „ოცნება“ ბიზნესზე!" (აუდიოჩანაწერი)
„სრულად, რა ვკითხეთ და რა გვიპასუხა „მეამა“-ს დირექტორმა. სხვათა შორის, მან თავად გადმოურეკა ლიზა ციციშვილს, მას შემდეგ, რაც ჯერ კიდევ პასუხი არ ჰქონდათ და მოგვცა პირობა, რომ დაგვიკავშირდებოდა.
“მეამა”-ს შეცვლილი პოზიცია და ტყუილი, თითქოს, დასანქცირებულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვაზე ვეკითხებოდით, არის ნათელი დადასტურება, როგორ ახდენს ზეწოლას „ოცნება“ ბიზნესზე!“, — წერს „ფორმულას“ ჟურნალისტი, დავით ქაშიაშვილი და აუდიო ჩანაწერს ავრცელებს.
📌 28 თებერვალს, „მეამას“ დირექტორმა ლაშა შარიქაძემ, , „ფორმულას“ ჟურნალისტს უთხრა, რომ არ აპირებს სანქცირებულ კომპანიებთან თანამშრომლობას, დღეს, 1 მარტს, კი „მეამამ“ ამ განცხადებას ცრუ კამპანია უწოდა და თქვა, რომ „კომპანიას არ უთქვამს უარი საქართველოში ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიებთან, ტვ იმედთან და პოს ტვ-სთან თანამშრომლობაზე“.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.