არქივი12 ივნისი, 2025, 17:56
მდინარაძის შეურაცხყოფის მოტივით, დეა მამისეიშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი მამუკა მდინარაძის შეურაცხყოფის მოტივით, 3 000 ლარით დააჯარიმეს.
"გამონაკლისი დაუშვეს დღეს, ჯერჯერობით, მხოლოდ ჩემზე. დამაჯარიმეს 3000 ლარით, იმიტომ, რომ მდინარაძეზე ვთქვი, რომ "მდინარაძეა.
მამუკა მდინარაძე, დამელოდე", - წერს ის.
მამისეიშვილმა გუშინ დაწერა, რომ მდინარაძემ უჩივლა.
"მამუკა მიჩივის 25 თებერვლის პოსტის გამო, სადაც ნაბიჭვარს, ნაძირალას და არაადამიანს ვეძახი. და კი, ეს ჩემი გამოხატვის თავისუფლებაა. ასე ვფიქრობ, (უარესადაც) და ვერავინ შემზღუდავს", - დაწერა გუშინ მამისეიშვილმა.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.