ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მდინარაძის თქმით, რუსული კანონის საკითხზე ივანიშვილი პარტიის თანამოაზრეა

უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, რუსული კანონის ხელახლა დაინიცირებაზე ბიძინა ივანიშვილი პარტიის პოზიციას იზიარებს.
მდინარაძის თქმით, უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე ივანიშვილი მონაწილეობას არ იღებდა, თუმცა საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები ჰქონდათ.
"უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე პარტიის საპატიო თავმჯდომარე მონაწილეობას არ იღებდა, თუმცა მასთან კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით გვქონდა და ის თანამოაზრეა ჩვენი ამ საკითხში. პოლიტიკური საბჭოს ყველა წევრი ამ საკითხის თანამოაზრეა. ეს შეთანხმებულია პოლიტიკურ საბჭოსთან. ამაზე საუბარი დაიწყო გუშინწინ უმრავლესობის სხდომაზე და გაგრძელდა გუშინ"- თქვა მდინარაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.