მდინარაძე: ძალიან გვაინტერესებს, ვინ გაბედავს ამ საკითხთან დაპირისპირებას

“ძალიან გვაინტერესებს, ვინ გაბედავს ამ საკითხთან დაპირისპირებას,” – ამ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აკეთებს და დაანონსებულ კანონპროექზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით, ლგბპ პროპაგანდას შეეხება.

მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ოპონენტები „ოცნების“ ახალ ინიციატივასთან ისეთი მეთოდებით დაპირისპირებას ვერ გაბედავენ, როგორც დაუპირისპირდნენ „რუსულ კანონს“.

საფრთხე იმდენად რეალურია, რომ აქ სპეკულაციურ დაპირისპირებას ვერ გაბედავენ. ახლა შემოაგდებინეს რამდენიმე სამწუხაროდ მათი ტელევიზიის ერთი ორმა ჟურნალისტმა დაპოსტა. ამას განსაკუთრებით ვეცნობით ამ ბოლო დღეებში, ბოლო ერთი დღის განმავლობაში, პირდაპირ ვამბობ, ვინ გაბედავს ამ საკითხთან დაპირისპირებას, ძალიან გვაინტერესებს“, – ამბობს მდინარაძე.

მდინარაძემ დააზუსტა, რომ მომავალ კანონპროექტში ძირითადი აქცენტი იქნება „ლგბტ პროპაგანდა“.

ძირითადად აქცენტი გვაქვს ლგბტ პროპაგანდის მავნე შედეგებზე და სხვა საკითხებში ზედმეტ ჩარევას არ ვაპირებთ. ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელების ავანგარდში რადგან ეს თემა დგას, ჩვენ ამ თემას განსაკუთრებით ვუპირისპირდებით და ვუპირისპირდებით ლგბტ იდეოლოგიის პროპაგანდას და არ ამ თემის წარმომადგენლებს.

არც ერთ არატრადიციული ცხოვრების წესის მიმდევარს კი არ ვუპირისპირდებით, ჩვენ მათ დავიცავთ. რისკი არსებობს, რომ ეს თემა რადიკალებისთვის სამიზნე გახდეს. მაგრამ, პირიქით. აქაც სწორად უნდა გავიაროთ, ოქროს შუალედი მოვძებნოთ – ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხი მაღალ რეგისტრში, მაღალ ხარისხში ავიდეს, მაგრამ კატეგორიულად გამოირიცხოს ლგბტ პროპაგანდის შესაძლებლობა“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ