არქივი11 ივნისი, 2025, 00:07
მდინარაძე შსს-ზე: 6, 7 და 10 წელი ერთი და იგივე თანამდებობაზე ადამიანი არ უნდა მუშაობდეს

ალბათ, 90%-ზე მეტი გარკვეული როტაცია იყო. ბუნებრივია, ამას მივესალმებით - რადგან, მე მიმაჩნია, რომ 6, 7 და 10 წელი ერთი და იგივე თანამდებობაზე, განსაკუთრებით აღმასრულებელ რგოლში, საპოლიციო და მსგავს უწყებებში, ადამიანი არ უნდა მუშაობდეს [...]
ამ ცვლილებებს პროფესიონალები აკეთებენ. ამ საქმეში, გეკა გელაძეც ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიონალია და დარწმუნებული ვარ, საკადრო გადაადგილებებსაც სწორად გააკეთებს, თქვა მამუკა მდინარაძემ შსს-ში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.