ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მდინარაძე: ყველა კარგად ხვდება, რამდენად დიდია მისი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში

მინდა, ეს გადაწყვეტილება ქართული ოცნების ყველა წევრს და მხარდამჭერს მივულოცო. დარწმუნებული ვარ, ეს ყველას ძალიან გაუხარდებოდა. მით უმეტეს, როდესაც ეს მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს გუნდს და ყველა კარგად ხვდება, რამდენად დიდია მისი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში. ამიტომ თუ ამას გავითვალისწინებთ, გუნდისათვის ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება არის უდიდესი წინსვლა და უკარგესი კარგი ამბავი.
წინ ბევრი გამოწვევა გვაქვს. რასაც სრული კოორდინაცია სჭირდება. ასევე საჭიროა რისკების აბსოლუტური დაზღვევა და გონიერი გათვლები, რაშიც, ბუნებრივია, ბატონი ბიძინა მიიღებს უმნიშვნელოვანესს მონაწილეობას. მისი რჩევები და კონსულტაციები მასთან ფასდაუდებელია ამ მიმართულებით. ეს დასამალი არავისთვისაა, მათ შორის არც ჩვენი ოპოზიციისთვის.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.