,,მდინარაძე, ყველაფერზე რომ კომენტარს აკეთებს, სად არის ათი დღეა, რომ არ გამოჩენილა?” – რა ვერსია აქვს ლევან ხაბეიშვილს?

ნაცმოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს:
,,მდინარაძე არის ივანიშვილის „შავი კასის“ მთავარი ხელმძღვანელი. მან უნდა მიუტანოს “ქეში” ივანიშვილს, ერთგულება უნდა იყიდოს ივანიშვილთან „შავი ფულით“ და ის არის მთავარი, ვინც ესაუბრება ჩინოვნიკებს, ვის, რამდენი აქვს მოსატანი. კალაძეზეც ის არის ამბის მიმტანი, “შპიონია” კალაძის ენით რომ ვთქვათ. მერობა უნდა ამ კაცს გულის სიღრმეში, შს მინისტრობაც შეეძლო, მაგრამ გეკა დანიშნა. მდინარაძის ქვეშ არიან ადამიანები, რომლებიც იარაღით დადიან ქალაქში, დედაქალაქშიც, ბათუმშიც განიხილება ეს თემები ყოველდღიურად. მისი მეგობარი მოკლეს ფაქტობრივად და ერთი კომენტარიც გინახავთ სადმე? ადამიანი ყველაფერზე რომ კომენტარს აკეთებს, სად არის ათი დღეა, რომ არ გამოჩენილა. ან პოსტი დაეწერა ან შეწუხებულიყო რიჟვაძის ამბით, ან კომენტარი გაეკეთებინა, მაგრამ რატომ არ აკეთებს? იმიტომ , რომ არსებობს ეჭვი, ის საერთოდაც ესწრებოდა ე.წ “რაზბორკას” და ისიც უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ მისი “პადელნიკი” ბიზნესმენების “დაკაჩავებისთვის” არის გოჩა ენუქიძე”

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბრაჭველი: სამი დღე ერთ მუშტზე რომ ივიშვიშეს, აფექტში მოქნეული რომ შეიცხადეს, ნუთუ დღეს უარესად არ უნდა ბრაზობდნენ? ახლა ხომ წინასწარი განზრახვით, ჯგუფურად და ცინიკურად სცემეს ამ ქვეყნის მოქალაქეს?

შოთა დიღმელაშვილი: ნოდარ დუმბაძე ხუმრობდა ღმერთზე, ეძახდა მას მოღალატეს, რომელსაც წნევა აწუხებს, ორპირი ქარის ეშინია და მსახიობ ქალებს ტელევიზორში კაცური ინტერესით აკვირდება. დავიჯერო მართლა წაკითხული აქვთ იმ შნირებს…