ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მდინარაძე: პოლიციელსა და მამაზე თავდამსხმელის შეწყალება არის ნაცური გადაწყვეტილება

გია აბდალაძე არის ძალიან ღირსეული ადამიანი და სხვანაირად ვერ მოიქცეოდა ალბათ, არ გამკვირვებია ეს გადაწყვეტილება. უნდა გვახსოვდეს, რომ არა მხოლოდ პოლიციელზე ძალადობაში, არამედ საკუთარ მამაზე ძალადობაში მსჯავრდადებული ადამიანიც არის [ლაზარე] და პოლიციასა და საკუთარ მამაზე ძალადობაში მსჯავრდადებული ადამიანი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა, რაც არის მისი ნაცური გადაწყვეტილება. როდესაც იწყალებ პოლიციელსა და მამაზე თავდამსხმელს, ეს უკვე შენი პოლიტიკური მრწამსის შემადგენელი ნაწილია და არ უნდა დაგვავიწყდეს წინა პერიოდში ვინ შეიწყალა, მისი შეწყალებულთა სია აბა გაიხსენეთ და ამით დასკვნები მარტივი გამოსატანია.
თქვა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.
11 აპრილს, 2023 წლის მარტის აქციების დროს დაკავებულ 22 წლის ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. იმავე დღეს, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია პირველის ეთერში თქვა, რომ ლაზარეს შეწყალების გადაწყვეტილება დილის 10 საათზე მიიღო.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.